მიმდინარე გრანტი

საქართველოში ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა

1. აპლიკანტი პლატფორმა სალამი (აითაჯ ხალილოვი)

რეგიონი:

პროექტის სათაური: ქალები ცვლილებებისთვის

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

ბიუჯეტი: 5000 USD

პროექტის მიზანია ქვემო ქართლის რეგიონში (ბოლნისი, გარდაბანი) მცხოვრები არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ქალების პოლიტიკური გააქტიურება და გაძლიერება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: 1. სამიზნე სოფლებში ქალების თვით-ორგანიზების და გაძლიერების პროცესების დაწყება, კარდაკარების, რეგულარული შეხვედრების, სოფელში ქალთა საჭიროებების, წუხილების და გამოწვევების იდენტიფიცირება და გამოსავლის გზებზე დისკუსიების წარმართვა.   2. თვითორგანიზებული ქალთა ჯგუფების და სათემო ლიდერების საჭირო ცოდნებით და უნარებით აღჭურვა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვისთვის 3.  ცენტრალურ და რეგიონალურ მედიებთან მუშაობა. 4. არადომინანტური ჯგუფების წარმომადგენელი ქალების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვისთვის ალტერნატიული ფინანსური რესურსების მოძიების კამპანიების დაგეგმვა (crowfunding, fundrasing). 5. ორგანიზებული ქალების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფების სახელით იდენტიფიცირებული ქალი ლიდერების დამოუკიდებელ კანდიდატად წარდგენა საკრებულოს არჩევნებში.

სამიზნე სოფლებია: ვახტანგისი, სავანეთი.

2. აპლიკანტი: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (ანა თავხელიძე)

რეგიონი: თბილისი

პროექტის სათაური: ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენცია ახალგაზრდებში

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

ბიუჯეტი: 5000 USD

პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდებთან  ჩატარდება 5 საინფორმაციო შეხვედრა ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის თემაზე. შეხვედრების დროს განხილული იქნება რას ნიშნავს სექსუალური ძალადობა, როგორ უნდა მოხდეს სექსუალური ძალადობის იდენტიფიცირება, მტკიცებულებათა შეგროვება, დაცვის მექანიზმები და ქვეყანაში არსებული სერვისები. ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის თემაზე გამოქვეყნდება ბლოგი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ვიდეო ბლოგის გამოქვეყნება, სადაც დეტალურად იქნება განმარტებული სექსუალური ძალადობა, იდენტიფიცირების გზები, რეაგირების მექანიზმები და სერვისები, რაზედაც ხელი უნდა მიუწვდებოდეს ძალადობაგამოვლილ ქალებს. 

მიზნობრივი ჯგუფების განისაზღვრება რეგიონებში  მდებარე ორგანიზაციებთან (განსაკუთრებით ლგბტქ+ ახალგაზრდების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან)  და უნივერსიტეტებთან აქტიური თანამშრომლობით.   პროექტით გათვალისწინებული ბლოგისა და ვიდეო ბლოგის სამიზნე აუდიტორია იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირი, მათ შორის თემაზე მომუშავე პროფესიონალები.

 

3. აპლიკანტი: ქალთა ხმები (ანი გოგბერაშვილი)

რეგიონი: თბილისი

პროექტის სათაური: ფემინისტური ქსელის განვითარების ხელშეწყობა ქალაქ გორში

 

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

ბიუჯეტი: 5000 USD

პროექტის მიზანია გორში მცხოვრები ახალი ფემინისტი აქტორების გაძლიერება და მათთან თანამშრომლობით ფემინისტური ქსელის გაფართოებაზე მუშაობა. აღნიშნული ხელს შეყწყობს ქალთა საკითხებზე მსჯელობის გააქტიურებას და ადგილობრივი აქტივიზმის განვითარებას. მიზნის მისაღწევად დასახულია შემდეგი ამოცანები: 1. ორგანიზაციაში  ორი გოგოს დასაქმება; 2. ტრენერთა ტრენინგის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც დასაქმებული გოგოები გაიღრმავებენ ცოდნას ქალთა საკითხებზე; 3. დასაქმებული გოგოები იწყებენ პრაქტიკულ საქმიანობას და ატარებენ არაფორმალურ ფემინისტურ დისკუსიებს მათ მიერ მოძიებულ ახალ სამიზნე ჯგუფთან; 4. ადგილობრივ მედია პლატფორმებთან თანამშრომლობა და პროექტში დასაქმებული გოგოების ხმების გაჟღერება.

პროექტის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ გორში მცხოვრები ახალგაზრდა ქალები.

4. აპლიკანტი: ჰიუგე (ლიამან მამედოვა)

რეგიონი: გარდაბანი, სოფ. სართიჭალა

პროექტის სათაური: ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალების გაძლიერება საქართელოში

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

ბიუჯეტი: 5000 USD

პროექტის მიზანია  საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალების გაძლიერება, მათი შესაძლებლობების გაზრდა, საკუთარი თავის რწმენის და პოტენციალის აღმოჩენა და განვითარება. 

სამიზნე ჯგუფია საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი გოგოები და ქალები 18 დან 30 წლამდე. ისინი 4 თვიან კურსის გავლით პიროვნულ ტრანსფორმაციას განიცდიან. თავის მხრივ ისინი ტრენინგებს ჩაუტარებენ თავიანთი თემის სხვა გოგოებსაც.

 

5. აპლიკანტი:  AITSONA DAITSONA (Mariam Gabrichidze)

რეგიონი: Tbilisi

პროექტის სათაური: Sakhlobana- comic book for children addressing gender-based violence and gender stereotypes

პროექტის ხანგრძლივობა: 6 months

ბიუჯეტი: 5000 USD

A comic book version of the play “Sakhlobana” will be created. The comic book project aims at raising awareness on domestic violence and gender discrimination at an early age and in a playful and easily comprehensible way. The story of the book highlights the problem of gender-based and domestic violence as well as gender discrimination and stereotypes and possible ways out. It is about showing children that discrimination and violence should not be the norm and that everyone has the right to live a life without violence and in self-determination.

The aim is to also give teachers, parents and other educational professionals age-appropriate information for children to talk about and address these topics in a light way. Teachers can use the book in class to start a conversation about gender-based violence and gender-stereotypes.

The target groups are children (from the age of six) and young people, as well as teachers,educational professionals and parents.

 

 

6. აპლიკანტი: ახალგაზრდების განვითარების ქსელი (ნინო ვარშანიძე)

რეგიონი: ბათუმი

პროექტის სათაური: პროფესია, ქალი და სტერეოტიპები

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

ბიუჯეტი: 5000 USD

პროექტის მიზანია საბაზისო ტრენინგების საშუალებით ახალგაზრდა  (18-29 წლის) ქალების ცოდნის    გაღრმავება პროფესიების  და პროფესიებში არსებული პრობლემების შესახებ. პროექტის ფარგლებში აჭარის მუნიციპალიტეტებში ჩამოყალიბდება ქალთა მოძრაობები, მენტორთა მიერ  14-18 წლის გოგოებს მიეწოდება ინფორმაცია პროფესიული პრობლემების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული სტერეოტიპების დამსხვრევას. პროექტის ამოცანებია: ქალებისთვის მიუღებელი, სტერეოტიპულად აღქმული პროფესიების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვება-გავრცელება; მუნიციპალიტეტებში სტერეოტიპული მიდგომების გამოვლენა და პროფესიული პრობლემების ადვოკატირება.

6

გაცემული გრანტები