ღია გრანტი

ღია კარის საგრანტო პროგრამა

ქალთა ფონდი საქართველოში ანახლებს ღია კარის საგრანტო პროგრამას, რომელიც მიესალმება ქალთა ინოვაციურ ინიციატივებს. საგრანტო თანხის ოდენობა შეადგენს 2500 დოლარს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ ჯგუფებს, რომელთა მთავარი მიმართულებაა ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა და მათთან დაკავშირებული საკითხები. ასევე ფონდი მხარს დაუჭერს მკვლევარი ან ხელოვანი ქალების ინდივიდუალურ ან ჯგუფურ ინიციატივებს. საგრანტო პროგრამის გეოგრაფიული ფოკუსია საქართველოს დედაქალაქი და რეგიონები.

კონკურსის თემატური მიმართულებები შეიძლება მოიცავდეს, თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგით:

  • COVID-19 კრიზისის შედეგად შექმნილი სირთულეების დასაძლევად მიმართული აქტივობები, უსაფრთხო სამუშაო სივცრის შექმნა, სადაც ადამიანები იქნებიან დაცულები და ჯანმრთელები;
  • კრიზისის პირობებში ქალთა ან/და ქვიარ ჯგუფების ორგანიზების და შესაძლებლობების განვითარება, ასევე, აქტივობები ორგანიზაციის ციფრული ინფრასტუქტურის და უნარების შესაქმნელად;
  • საგანმანათლებლო აქტივობები (ვებინარები, ვორქშოფები, ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული საქმიანობა, ზეპირი ისტორიები, ნარატივები და სხვ.)
  • ადვოკატირებასა და კანონმდებლობის შეცვლაზე ორიენტირებულ კამპანიები და აქტივობები;
  • ქალთა ან/და ქვიარ ორგანიზაციების და მათი თემის წევრების კოლექტიურ ზრუნვაზე დაფუძნებული აქტივობები.

ქალთა ფონდი არ დააფინანსებს შემდეგი სახის პროექტებს:

  • ეკონომიკური ხასიათის პროექტებს
  • სერვისების მიწოდებაზე ორიენტირებულ პროექტებს (თუ არ ეხება მარგინალიზებულ ჯგუფს, რომელიც რამდენიმე ფორმის დისკრიმინაციას განიცდის)
  • თუ ორანიზაციის/ჯგუფის ბიუჯეტი ქალთა ფონდის ბიუჯეტისხელაა ან მის ბიუჯეტზე დიდია
  • თუ პროექტი არის ანტიფემინისტური, რასისტული, ჰომოფობიური, ფუნდამენტალისტური, ქსენოფობიური და სექსისტური
  • თუ პროექტის საბოლოო ბენეფიციარები არ არიან ქალები
  • თუ აპლიკანტს აქვს ჩავარდნილი/პრობლემური პროექტი, რომელიც ქალთა ფონდის დაფინანსებულია
  • არასრული აპლიკაციის შემთხვევაში
  • ჰუმანიტარული ხასიათის ინტერვენციებს


საპროექტო განაცხადები მიიღება 2021 წლის ბოლომდე.

განაცხადის განხილვის პროცესში აპლიკანტს შეიძლება მოეთხოვოს დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ გრანტის მაძიებელს ეცნობება 2 თვის განმავლობაში. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქალთა ფონდის საგრანტო კომიტეტი, რომელიც ფონდის მრჩეველებისგან შედგება. (პროექტის შემოტანა შეგიძლიათ ქართულ, რუსულ, ან ინგლისურ ენაზე).


საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ.ფოსტით შემდეგ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org


 

 

 

2500

მაქსიმუმ თანხა