მიმდინარე გრანტი

ფემინისტური ლანდშაფტი საქართველოში

1. აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი „ლესბოსური* წინააღმდეგობა“ (მარი კურტანიძე)

პროექტის სათაური: ლესბოსური* წინააღმდეგობის გაძლიერებისთვის

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 ევრო

პროექტის მიზნებია: 1. ლესბოსური* წინააღმდეგობის გაძლიერება - სტრატეგიის ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა; ცოდნის გაზიარება ჯგუფის შიგნით; თვითზრუნვის პრაქტიკების დამკვიდრება; და 2. თემის წევრებში ქვიარ ფემინისტური იდეების გავრცელებისათვის ვირტუალური და ცოცხალი სივრცეების შექმნა, რომელთა საშუალებითაც ხმას მიაწვდენენ სხვა ქვიარ ქალებს. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ქვიარ ქალები და გენდერულად არაკონფორმული ადამიანები.

 

2. აპლიკანტი: მრავალეროვანი საქართველოს ქალები (ალლა ბეჟენცევა)

პროექტის სათაური: „პატივი ეცით ჩემს  სივრცეს“  ერთად შევცვალოთ ჩვენი მომავალი, თაობათა დიალოგი

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 ევრო

პროექტის მიზანია ქალების უხილავი და გაუჟღერებელი გამოცდილებების, დამოკიდებულებებისა და მოსაზრებების შესწავლა და თაობათა შორის დიალოგის ხელშეწყობა ქალთა ზეპირი ისტორიების შეგროვებითა და მათი ფემინისტური ანალიზით. პროექტი განხორციელდება დმანისსა და ბოლნისში და სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, ეკო მიგრანტი ქალები.

 

3. აპლიკანტი: შშმ ქალთა ალიანსი (დეა ერემაშვილი)

პროექტის სათაური: აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შშმ ქალთა და გოგონათა გაძლიერება

რეგიონი: ბათუმი

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 ევრო

პროექტის მიზანია არაფორმალური განათლების  გზით შშმ ქალთა გაძლიერება  უფლებრივ საკითხებში  (CEDAW და CRPD -ის ჭრილში)  და შშმ ქალთა ჩართულობის  ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ქალთა ოთახის წარმომადგენლების ინფორმირება  შშმ ქალთა საკითხებზე და პროექტში ჩართულ შშმ ქალებსა და გოგონებთან მათი კოორდინირებული თანამშრომლობის მხარდაჭერა. პროექტის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს სამიზნე მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ ქალები/გოგოები,  მათი კანონიერი წარმომადგენლები და აქტივისტი ფემინისტი ქალები. მიზნობრივ ჯგუფში ფემინისტი ქალების ჩართულობით შესაძლებელი გახდება მათი სათანადო ინფორმირებულობა შშმ ქალთა საკითხებზე და პირიქით, შშმ ქალთა თემი მათთან ერთად გააცნობიერებს ფემინიზმის გენდერისა და შეზღუდული შესაძლებლობის ურთიერთ კავშირს და მის მნიშვნელობას შშმ ქალთა/გოგონათა უფლებების დაცვის კუთხით. 

 

4. აპლიკანტი: მრავალფეროვანი და თანასწორი საქართველო (ლუიზა მუთოშვილი)

პროექტის სათაური: საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური იდენტობის მქონე მუსლიმი ქალების საჭიროებების კვლევა და მათი ხმების გაძლიერების ხელშეწყობა 

რეგიონი: ახმეტის მუნიციპალიტეტი სოფ ჯოყოლო

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4992 ევრო

პროექტის ფარგლებში, კახეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში ჩატარდება მუსლიმი ქალების საჭიროებების თვისობრივი კვლევა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში აკადემიურ და არაფორმალურ წრეებში გამოკვეთს საქართველოში მცხოვრები  მუსლიმი ქალების რეალურ საჭიროებებს და შემდგომ შესაძლებელს გახდის  ინკლუზიური ფემინისტური  დღის წესრიგის შედგენას.

 

4

გაცემული გრანტები