1.გრანტის მიმღები: შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრი (გიორგი კიკონიშვილი)
პროექტის სათაური: არტისტული საუბრების, შეხვედრებისა და ტრანს პერფორმანსების სერია
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე
მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი
პროექტის მიზანია შექმნას სივრცე, სადაც ქვიარ თემის წარმომადგენლები შეძლებენ გააზიარონ საკუთარი გამოცდილებები და მიიღონ ცოდნა სასურველ საკითხებზე. საგანმანათლებლო აქტივობები მოიცავს ლექციებს, ვორქშოპებს, შეხვედრებს, უნარ-ჩვევების გაზიარებას და მათ განვითარებას. მიზანია ტრანს თემის სტიგმის გარეშე წარმოჩენა და მათი შესაძლებლობების ჩვენება საზოგადოებისთვის.
2.გრანტის მიმღები: ქალთა ასოციაცია „გვირილა“ (ეთერ ალმასია)
პროექტის სათაური: ქალების ციფრული უნარების განვითარების ხელშეწყობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
რეგიონი: სამეგრელო, ზუგდიდი
პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე
მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი
პროექტის მიზანია ქალთა აოსციაცია „გვირილამ“ და საქართველოს შემეცნებითმა ცენტრმა ერთობლივი ძალებით შეძლოს იმ ქალების და გოგონების მობილიზება და გაძლიერება, რომლებიც სამეგრელოში საჭიროებენ ციფრული ხელსაწყოების ცოდნას, რათა მოახდინონ მათი საქმიანობის გაციფრულება, და ასევე იმ გოგონების და ქალების მობილიზება, რომელთაც სურთ შეისწავლონ და დასაქმდნენ შეძლებისდაგვარად რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ სოციალურ მედია მენეჯერებად და გრაფიკულ დიზაინერებად.
3.გრანტის მიმღები: „პროექტი ფუნგუსი“ (თეკლა თევდორაშვილი, ნაჯა ორაშვილი)
პროექტის სათაური: ქვიარ ხელოვნების ვებ-პლატფორმა “Project Fungus”
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე
მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი
პროექტის ფარგლებში შეიქმნება ქვიარ ხელოვნების ვებ-პლატფორმა Project Fungus, რომელიც თავს მოუყრის ქართველი ქვიარ/ფემინისტი არტისტების ძველ და ახალ ნამუშევრებს; პორტრეტებს; კატალოგს; ინტერვიუებს, სტატიებსა და დისკუსიებს მიმდინარე სოციალურ და კულტურულ საკითხებზე; მულტიმედია არქივს, კონცეპტუალურ მაღაზიას, სადაც არტისტების ნამუშევრების ონლაინ ყიდვა იქნება შესაძლებელი.
4.გრანტის მიმღები: გააღვიძე აქტივიზმი (მარიამ ალიხანაშვილი)
პროექტის სათაური: ალტერნატიული მედია - ქალთა ხმა
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე
მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი
პროექტის ფარგლებში მომზადდება სიუჟეტები, ვიდეო ბლოგები და ვიდეო ინტერვიუები, რომლებიც შეეხება ქალ დასაქმებულთა პრობლემებს და ამ პრობლემების გადაჭრის გზებს. ის მიმართული იქნება დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებისკენ და ღირსეული შრომისა და შრომის უსაფრთხოების საკითხების საზოგადოების ყურადღების გამახვილებისკენ. მომზადდება საინფორმაციო ფლაერები და ბროშურები, ასევე ქართულ ენაზე გადაითარგმნება სტატიები და ვიდეოები, რომელთა გავრცელებაც მიზნად დაისახავს „გააღვიძე აქტივიზმის“ საქმიანობის, შრომის უფლებებისა და თავისუფლებების, თანასწორი და სოლიდარული გარემოს შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას.
5.გრანტის მიმღები: ფუსფუსი (მზეო კანდელაკი)
პროექტის სათაური: ფუსფუსი - შენი უსაფრთხო სივრცეა!
რეგიონი: თბილისი
პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე
მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი
პროექტის მიზანია უსაფრთხო სივრცის შექმნა გოგონებისთვის და ქალებისთვის, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი, LBTQI, შშმ და რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის, ვისაც არ აქვს ასეთი სივრცე და რესურსები საკუთარი პიროვნების გასავითარებლად, არაფორმალური ცოდნების მისაღებად და განსატვირთად. COVID-19-ის პირობებში განსაკუთრებით საჭირო თვითზრუნვა და სარელაქსაციო ღონისძიებების, ინტეგრირებული უსაფრთხოების სესიების მოწყობა. ქალებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი - ფიზიკური თავდაცვისა და ასევე ციფრული უსაფრთხოების ვორქშოფების მოწყობა. ქალთა მოძრაობის განვითარებასა და ცვლილების გამოწვევაზე მიმართული შემოქმედებითი ინიციატივების, ცნობიერების ამაღლების, საგანმანათლებლო ტრენინგ-აქტივობების ჩატარება და სერტიფიქატების გაცემა.
6.გრანტის მიმღები: მნათობი (ნანა ქირია)
პროექტის სათაური: გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას
რეგიონი: სამეგრელო, ზუგდიდი
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე
მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი
პროექტის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველ ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობაში, ახალგაზრდებში და 65+ ქალებში გაზარდოს ვაქცინირებულთა რაოდენობა ეფექტური კომუნიკაციის გზით.
6
გაცემული გრანტები