იმერეთი
1. აპლიკანტი: საქართველოს ლაბორატორია (ანა შალიკიანი)
პროექტის სათაური: ქალების ბიზნეს შესაძლებლობების განვითარება
რეგიონი: იმერეთი, ქუთაისი
პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე
მოთხოვნილი თანხა: 8000 ევრო
პროექტის მიზანია იმერეთის რეგიონში ქალი მეწარმეების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. მიზნის მისაღწევად დასახული ამოცანებია: ქალი მეწარმეების ეკონომიკური აზროვნების და მენეჯერული უნარების განვითარება; ახალგაზრდებში ბიზნესთან დაკავშირებული ცოდნისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების შეძენა-გაღრმავება; ქალების ბიზნეს შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს იმერეთის რეგიონში მცხოვრები მეწარმე ქალები და ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მეწარმეობასთან დაკავშირებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენით.
2. აპლიკანტი: განათლებისა და განვითარების ცენტრი „ედელვაისი“ (თამარ უგულავა, ნაზი ჯიქია)
პროექტის სათაური: ლიდერ ქალთა სკოლა
რეგიონი: იმერეთი, ხონი
პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე
მოთხოვნილი თანხა: 8000 ევრო
პროექტის მიზანია ხონში მცხოვრები 15-დან 30-წლამდე გოგოების ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ჩართულობისთვის შესაბამისი უნარების გამომუშავება განთლებისა და ინფორმირებულობის ამაღლების გზით.
3. აპლიკანტი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები თანასწორობისთვის (თინათინ გელხვიიძე)
პროექტის სათაური: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები გენდერული თანასწორობისთვის
რეგიონი: იმერეთი, ქუთაისი
პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე
მოთხოვნილი თანხა: 8000 ევრო
პროექტის მიზანია იმერეთის რეგიონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მოძრაობის განვითარება, მათი პოლიტიკური მონაწილეობის წახალისება და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების გაზრდა. პროექტის ფარგლებში ჩაატარებენ საგანმანათლებლო ტრენინგ/სემინარებს, ითანამშრომლებენ ადგილობრივი გენდერული თანასწორობის საბჭოსთან. მიზნობრივი ჯგუფია იმერეთის რეგიონში მცხოვრები შშმ ქალები და გოგონები, მათი მშობლები ან მეურვეები, ასევე ახალგაზრდა ქალები დამოუკიდებელი ფემინისტური ჯგუფებიდან და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.
4. აპლიკანტი: ნათელი მომავალი (მარიკა ვაჭარაძე)
პროექტის სათაური: დევნილი და ეკომიგრანტი ქალების ინფორმირებულობა უფლებებისთვის და ღირსეული შრომისთვის
რეგიონი: იმერეთი, ქუთაისი
პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე
მოთხოვნილი თანხა: 8000 ევრო
პროექტის მიზანი დევნილი და ეკომიგრანტი ქალების შრომით უფლებებზე ინფორმირებულობა, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი უნარების გაძლიერებაა. პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილი აქტივობებია: ტრენინგების ჩატარება; საინფორმაციო/პიარ აქციები; მედია გადაცემების მომზადება (2 ტელე და 1 რადიო).
კახეთი
5. აპლიკანტი: საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (თამარ მუმლაძე)
პროექტის სათაური: ძლიერი ქალი ცვლილებისა და განვითარებისთვის
რეგიონი: კახეთი, ლაგოდეხი
პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე
მოთხოვნილი თანხა: 8000 ევრო
პროექტის მიზანს წარმოადგენს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებით და ახალი უნარ-ჩვევების აღჭურვის გზით მათი ჩართვა ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების პროცესში.
6. აპლიკანტი: ყარაჯალის სათემო ცენტრი (ლეილა ბალაშვილი)
პროექტის სათაური: ძლიერი ქალები - ძლიერი თემი
რეგიონი: კახეთი, თელავი, სოფელი რუისპირი
პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე
მოთხოვნილი თანხა: 8000 ევრო
პროექტის მიზანია სოფელ ყარაჯალას თემში მცხოვრები 18-დან 40 წლამდე ასაკის ქალების ცნობიერების ამაღლება და მათი სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდა. აღნიშნული მიზნის მიღწევის ამოცანებია: ყარაჯალას თემში მცხოვრები ქალების ცნობიერების ამაღლება გენდერულ საკითხებზე და ადგილზე დასაქმების შესაძლებლობებზე ტრენინგების და შეხვედრების საშუალებით; ქალთა საკითხების და არსებული სერვისების/პროგრამების შესახებ ცოდნის მიღება და თანამშრომლობა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; სოციალური კამპანია ქალების გაძლიერებისთვის.
7. აპლიკანტი: ჯოყოლოს სათემო ცენტრი (ლია ქავთარაშვილი)
პროექტის სათაური: პანკისის ხეობის ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა
რეგიონი: კახეთი, პანკისის ხეობა, სოფელი ჯოყოლო
პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე
მოთხოვნილი თანხა: 8000 ევრო
პროექტის მიზანია პანკისის ხეობაში მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერება და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა როგორც ქართველ ქალებთან ისე ზოგადად საზოგადოებასთან. პროექტის ამოცანებია: პროექტის და მისი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელება პანკისის ხეობის მოსახლეობაში სამუშაო ჯგუფების მეშვეობით; პანკისში მცხოვრები ქალი მეწარმეების ან მომავალი მეწარმეების სხვადასხვა უნარების განვითარება წარმოებული პროდუქციის/სერვისის მაქსიმალური რეალიზებისთვის; ქალი მეწარმეების ცნობადობის გაზრდა მათი ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; პროექტის აქტივობებში შერეული ჯგუფების (ქართველი და ეთნიკურად ქისტი ქალები) მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა ინტეგრაციის ხელშესაწყობად.
8. აპლიკანტი: საზოგადოებრივი განვითრების ასოციაცია (ნანული თედეშვილი, ანა ლიპარტელიანი)
პროექტის სათაური: ახალგაზრდები მომავლის ცვლილებებისთვის
რეგიონი: კახეთი, ახმეტა
პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე
მოთხოვნილი თანხა: 8000 ევრო
პროექტის მიზანია პანკისის ხეობაში და ახმეტაში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებებისა და გენდერული თანსწორობის შესახებ ტრენინგებისა და სემინარების მეშვეობით; ასევე, ქისტი და ქართველი ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობა ერთობლივ აქტივობებში ჩართულობით.
რაჭა
9. აპლიკანტი: რაჭის განვითარების ხელშეწყობის ფონდი „ედენა“ (ლილი მაისურაძე)
პროექტის სათაური: „ედენას გოგოების“ სოლიდარობა მოტივაცია დაკარგულ ქალებს
რეგიონი: რაჭა, ონი
პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე
მოთხოვნილი თანხა: 8000 ევრო
პროექტის მიზანია უკვე გამოცდილ პლატფორმაზე და პრაქტიკაზე დაყრდნობით პროექტით შერჩეულ ბენეფიციარ ქალებს მათივე მონაწილეობით და ჩართულობით გაამზადებინოს დასაქმების კონკრეტული პაკეტი. ეს გულისხმობს სპეციალურად ინდივიდუალურად შერჩეული ტრენინგ-კურის საფუძველზე შეასწავლოს და შეაქმნევინოს თითოეულ ქალს თითო სამეწარმეო პროდუქტი, რომელიც იქნება გაყიდვადი და მოთხოვნადი ადგილობრივ და გარე ბაზარზე. მიზნობრივ აუდიტორიას წარმოადგენენ ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დასაქმების საჭიროების მქონე ქალები.
10. აპლიკანტი: რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს-ცენტრი (ნინო სოხაძე)
პროექტის სათაური: რაჭის ქალთა სამოქალაქო ჯგუფების შესაძლებლობების ზრდა
რეგიონი: რაჭა, ამბროლაური
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე
მოთხოვნილი თანხა: 8000 ევრო
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს რაჭაში მცხოვრებ აქტიურ ქალებს ტრენინგების მეშვეობით აიმაღლონ საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და უნარები, რათა სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმების გამოყენების გზით, აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
გურია
11. აპლიკანტი: „ნასა“ (ლილი მახარაშვილი)
პროექტის სათაური: თანასწორობა ძლიერი თემისთვის
რეგიონი: გურია, ოზურგეთი
პროექტის ხანგრძლივობა:10 თვე
მოთხოვნილი თანხა: 8000 ევრო
პროექტის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანისა და მზიანის მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ასევე, ქალებისა და გოგოების თვითშეფასების გაზრდა პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის ხარჯზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებია: საგანმანათლებლო ლექციების ჩატარება; ფილმების ჩვენება და განხილვა; შემეცნებითი ტურების მოწყობა და პროექტის მონაწილეთა შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
12. აპლიკანტი: კიურის ლაბორატორია (მარიკა ცინცაძე)
პროექტის სათაური: მეცნიერების ელჩები
რეგიონი: გურია, ლანჩხუთი
პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე
მოთხოვნილი თანხა: 8000 ევრო
პროექტის მიზანია გოგოების STEM მიმართულებით დაინტერესება და გაძლიერება. პროექტის ფარგლებში გურიაში, რაჭასა და იმერთში მცხოვრები 10 გოგო გახდება მეცნიერების ელჩი, რომლებიც თავიანთ სოფლებში მოსწავლე გოგოებს აღუძრავენ ინტერესს STEM საგნების მიმართ.
13. აპლიკანტი: პროგრესის ვექტორი (მარინა ნუცუბიძე)
პროექტის სათაური: გოგონების ხმა
რეგიონი: გურია, ლანჩხუთი
პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე
მოთხოვნილი თანხა: 8000 ევრო
პროექტის მიზანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრები გოგონების, მათ შორის შშმ გოგონების, გაძლიერება საგანმანათლებლო პროგრამის გზით და მათი სათემო აქტივისტებად მომზადება. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ადვოკატირების საკითხზე სამუშაოდ ჩამოყალიბდება სათემო კლუბები.
14. აპლიკანტი: თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი „სიპისი“ (ნანა თავდუმაძე)
პროექტის სათაური: ოზურგეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელ ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება - შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად
რეგიონი: გურია, ოზურგეთი
პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე
მოთხოვნილი თანხა: 8000 ევრო
პროექტის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელ ქალთა, აჭარის მაღალმთიანი რეგიონიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტების, რეპატრიანტი მუსლიმი მესხი ქალების, სომხური თემისა და ქართულ-პოლონური დიასპორის წარმომადგენელი ქალების ეკონომიკური განვითარების კუთხით არსებული საჭიროებების გამოკვლევა, მათი ეკონომიკური გაძლიერებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.
15. აპლიკანტი: ქალების გაერთიანება ინკლუზიისთვის (თეონა ხმელიძე)
პროექტის სათაური: ისწავლე და ასწავლე ინკლუზიისთვის
რეგიონი: გურია, ოზურგეთი
პროექტის ხანგრძლივობა: 11 თვე
მოთხოვნილი თანხა: 8000 ევრო
პროექტის მიზანია დაბა ნასაკირალში მცხოვრები ქალების გაძლიერება მათთვის ქართული, ინგლისური ენის და კომპიუტერიის საბაზისო კურსის შეთავაზებით. ასევე, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის და თემის მრავალფეროვან მოსახლეობაში ჰარმონიული ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს დაბა ნასაკირალში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები, მათ შორის მესხი ქალები, აჭარული თემის წარმომადგენელი ქალები და საბავშვო ბაღის თანამშრომლები.
15
გაცემული გრანტები