ღია გრანტი

საგრანტო პროგრამა ომით დაზარალებული ქალების მხარდასაჭერად

     

უკრაინის კრიზისის საპასუხოდ, ქალთა ფონდი საქართველოში, ფონდ ტასოსთან ერთად, იწყებს მიზანმიმართულ ქმედებას საქრთველოში მყოფი უკრაინელი და ბელარუსი აქტივისტების მხარდასაჭერად, რომელთაც თავიანთი ქვეყნებიდან მოუწიათ თავის დაღწევა ომის, ავტორიტატული რეჟიმისა თუ სასიცოცხლო საფრთხის არსებობის გამო.

პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო ფონდი “Equality Fund”.

პროგრამის თემატური მიმართულებები შეიძლება მოიცავდეს:

  • ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისები;
  • საცხოვრისთან დაკავშირებული გამოწვევები;
  • ლტოლვილებისთვის დალხენის პრაქტიკების შეთავაზება;
  • მათი დასაქმების, განათლებისა და ინტეგრაციის უზრუნველყოფა (სკოლა, ბაღი, პროფესიული განათლება, სასწავლო კურსები);
  • ლტოლვილთა საკითხებისა და საჭიროებების ადვოკატირება ადგილობრივ დონეზე;
  • სხვა საჭიროებები.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • საქართველოში რეგისტრირებულ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იმუშავებენ უკრაინელ ან ბელარუს ქალთა ჯგუფებთან.    

საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 5000 CAD პროექტების ხანგრძლივობაა 4-6 თვე.

ბიუჯეტის შევსების დროს გთხოვთ გაითვალისწინეთ პროექტის ფინანსური აუდიტის ხარჯი პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 4%ის ოდენობით. აღნიშნული ხარჯი შეიტანეთ ბიუჯეტის ფორმის „4. სხვა ხარჯი“-ის განყოფილებაშიპროექტის ფინანსური აუდიტი“- სახელწოდებით.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: WFsForUkraine@gmail.com

განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 10 სექტემბერი საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2022 წლის 30 სექტემბრამდე.

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე:

WFsForUkraine@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!

10 / 09 / 2022

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა

5000 CAD

მაქსიმუმ თანხა

6 თვე

მაქსიმუმ პროექტის ხანგრძლივობა