მიმდინარე გრანტი

საქართველოში ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა

1.გრანტის მიმღები: ახალგაზრდა მწვანეები (ანა აფაქიძე)

პროექტის სათაური: სილამაზის ინდუსტრიის გავლენა ქალთა ცხოვრებაზე

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4960 დოლარი

პროექტის მიზანია გამოიკვეთოს და ხილვადი გახდეს არსებული სილამაზის სტანდარტების უარყოფითი გავლენა ქალთა ცხოვრებაზე. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას სილამაზის კულტურის ხელშესახებ შედეგებზე, იმაზე თუ როგორ ხდება ესთეტიკური ნორმების შექმნა და კვლავწარმოება და კორელაციაზე ესტეტიზაციასა და მრავალ ფსიქიკურ და ფიზიკურ პრობლემას შორის.

 

2.გრანტის მიმღები: ალიქ მედია ჯორჯია (ლიზა ტოროსიანი)

პროექტის სათაური: რეგიონალური მედია პლატფორმა ფემინისტური რაკურსით

რეგიონი: ქვემო ქართლი; სამცხე ჯავახეთი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

პროექტის ძირითადი მიზანია, სომხურენოვანი რეგიონალური მედიის გენდერმგრძნობელობისა და ცნობიერების ამაღლება ფემინიზმის გარშემო, ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში. პროექტის ქვე-მიზანს კი წარმოადგენს გენდერულად სენსიტიური მედია კონტენტის შექმნის გზით, საზოგადოების ფართო წრეების ცნობიერების ამაღლება ქალთა მოძრაობისა და უფლებების შესახებ.

 

3.გრანტის მიმღები: პლათფორმა ცვლილებებისთვის (მირიამ გრიგალაშვილი)

პროექტის სათაური: კაფე სახელად „ფინჯანი ჩაი“

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

პროექტი „კაფე სახელად „ფინჯანი ჩაი“ წარმოადგენს გორის ახალგაზრდა ფემინისტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ 2017 წელს განხორციელებული პროექტის „ფემინისტური ისტორიების“ გაგრძელებას. პროექტის მიზანია გორში დაარსებული ქალთა პირველი საზოგადოების „მანდილოსნის“ საქმიანობის სიღრმისეული კვლევა და ადგილობრივ არქივებთან და მუზეუმებთან თანამშრომლობით, ტექსტუალურ-ვიზუალური მასალის მოპოვება და ფართო საზოგადოებამდე ინფორმაციის სრულყოფილად მიტანა.

 

 

4.გრანტის მიმღები: დავიწყოთ ახლა (ნანა გოგოხია)

პროექტის სათაური: ინფორმირებული ქალები ცვლილებებისთვის

რეგიონი: თბილისი; ზუგდიდი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

პროექტის მიზანია კონფლიქტისპირა რეგიონებში ადგილობრივი ფემინისტური რესურსების ჩამოყალიბება, ადგილზე ფემინისტური დღის წესრიგის ფორმირებისთვის. პროექტის ამოცანებია: წალენჯიხის მუნიციპალიტეტისა და გალის სოფლებში მცხოვრები ადგილობრივი აქტიური ქალებისა და გოგონების გაძლიერება ტრენინგების მეშვეობით, და გენდერული საბჭოს დაახლოება (ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება) ადგილობრივ ქალებთან.

 

5.გრანტის მიმღები: „ქალთა ალიანსი განვითარებისთვის“ (ნია გრიგალაშვილი)

პროექტის სათაური: ჩემი სხეული შენი გადაწყვეტილება არ არის

რეგიონი: თბილისი; ხაშური

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

პროექტი იმ ქალებისთვისაა, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ბულინგის მსხვერპლი სხეულის ფორმების, ზომების, წონის, სხეულის თმის, კანის, კბილების, ცხვირის, გადაბმული წარბების და მსხვილი ან წვრილი ტუჩების გამო. პროექტის ძირითადი ამოცანაა ამ საკითხთან დაკავშირებით რეგიონში შექმნილი სურათის დანახვა, სიღრმისეული კვლევა ფოკუს ჯგუფების მეშვეობით და არსებული პრობლემების პრევენციის გზების დასახვა.

 

6.გრანტის მიმღები: Queer Feminist Camp Caucasus

პროექტის სათაური: Healing in Solidarity

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 დოლარი

The aim for the Camp is to create a self-organized space of around 20 activists focusing on healing and rejuvenation practices in a long-term sustainable way where the concept of radical rest, collective care and solidarity is at its core. The ongoing conflicts with the pandemic on top of that has been very hard on the community and there is a huge need to get together and support each other in these traumatic times.

Target groups: Queer feminist activists and human rights defenders from Georgia, Armenia and Azerbaijan.