1. აპლიკანტი: ვაკეთოთ ერთად (ლეილა აშორდია)
რეგიონი: იმერეთი, წყალტუბო
პროექტის სათაური: წყალტუბო, ხონი, სამტრედია, ზუგდიდი: თანამშრომლობა ქალთა უფლებების დაცვისთვის
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე
ბიუჯეტი: 6000 ფუნტი
პროექტის მიზნებია წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის და ზუგდიდის არასამთავრობო ორგანიზაციების კომპეტენციების გაზრდა ქალთა უფლებების დაცვისთვის; ქალი-აქტივისტებისა და ქალი უფლებადამცველებისთვის უსაფრთხო და მზრუნველი სივრცის შექმნა ადგილებზე ეფექტიანი მუშაობისთვის; ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის საბჭოების მონაწილეობის გაზრდა ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული პოლიტიკის გატარების პროცესში.
2. აპლიკანტი: ასოციაცია “იმედი“ (ქრისტინა კილანავა)
რეგიონი: სამეგრელო, ზუგდიდი
პროექტის სათაური: მეწარმე ქალთა ქსელის გაძლიერება - თანასწორი შესაძლებლობების დამკვიდრება
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე
ბიუჯეტი: 6000 ფუნტი
პროექტის მიზანია ასოციაცია „იმედთან“ არსებული მეწარმე ქალთა ქსელის გაძლიერება და ქალების და გოგოების ხელშეწყობა ბიზნეს იდეის განხორციელებაში. ქსელში ჩართული არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში და აფხაზეთის რეგიონში, გალის რაიონის დაბალ ზონაში, მცხოვრები ქალები და გოგოები. პროექტი ითვალისწინებს მენტორობის პროგრამის გამოყენებით მათთვის ტრენინგების კურსის ჩატარებას.
3. აპლიკანტი: საორსა (ლია ფუტკარაძე)
რეგიონი: აჭარა, ბათუმი
პროექტის სათაური: აჭარის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონათა და ქალთა უფლებადამცველების გადამზადება
პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე
ბიუჯეტი: 6000 ფუნტი
პროექტის მიზანია აჭარის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა გოგოების და ქალების მიმართ ეკონომიკური ძალადობის პრევენცია, ქალი უფლებადამცველების/აქტივისტების გაძლიერების გზით. პროექტის ამოცანას წარმოადგენს აჭარის რეგიონში, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში, მცხოვრები ქალების (განსაკუთრებით შშმ და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების) ინფორმირება ეკონომიკური ძალადობის და მისი დაძლევის გზების შესახებ.
4. აპლიკანტი: ქვემო ქართლის მედია (მანონ ბოკუჩავა)
რეგიონი: ქვემო ქართლი, რუსთავი
პროექტის სათაური: Her home - ქვემო ქართლში ქალთა ფსიქოლოგიური და სამართლებრივი მხარდაჭერის ცენტრის შექმნა
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე
ბიუჯეტი: 6000 ფუნტი
პროექტის მიზანია ეთნიკურად მრავალფეროვან ქვემო ქართლის რეგიონში ქალებისთვის, როგორც უფლებადამცველებისთვის ასევე სხვადასხვა სახის ჩაგვრა გამოვლილი, და ამჟამად ტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ქალებისთვის, აქტივისტებისთვის - უსაფრთხო და მხარდამჭერი სივრცის შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად პროექტის ამოცანაა ქვემო ქართლში ქალთა ფსიქოლოგიური და სამართლებრივი მხარდაჭერის ცენტრის შექმნა. ეს ცენტრი მყუდრო და უსაფრთხო გარემოსთან ერთად, ქალებს შესთავაზებს სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.
5. აპლიკანტი: ქართული მედია ჯგუფი (ნინო ჩიბჩიური)
რეგიონი: შიდა ქართლი, გორი
პროექტის სათაური: ფემინისტური მოძრაობა - ომით დაზარალებული გოგონების და ქალების გაძლიერებისთვის შიდა ქართლში
პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე
ბიუჯეტი: 6000 ფუნტი
პროექტის მიზანია, შიდა ქართლში ომით დაზარალებული გოგოებისა და ქალების ჩართულობის გაზრდა მათი „ფემინისტურ მოძრაობაში“ გაწევრიანების გზით. ამოცანებს კი წარმოადგენს FEMINISM.GE-ს პოპულარიზაცია ქალთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, მათ შორის იმ სამსახურების სერვისების გაზიარებით, რომლებიც ქალებს სხვადასხვა კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.
5
გაცემული გრანტები