მიმდინარე გრანტი

დალხენის პრაქტიკების* ხელშეწყობა ფემინისტურ მოძრაობაში

1. აპლიკანტი: კრეატიული განვითარების ცენტრი (თეონა დალაქიშვილი)

რეგიონი: თბილისი

პროექტის სათაური: დალხენის პრაქტიკების გავრცელების ხელშეწყობა ჯანსაღი სოციალური ტრანსფორმაციისთვის

პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე

ბიუჯეტი: 30 000 ლარი

პროექტის მიზანია ქალი უფლებადამცველებითვის, ფემინისტი და ქვიარ აქტივისტებისთვის თვითზრუნვისა და კოლექტიური ზრუნვის პრაქტიკების სწავლება. ზრუნვის პრაქტიკის დანერგვა იგეგმება სამ დონეზე: ინდივიდუალურ დონეზე (პირადი პრაქტიკის და გამოცდილების დაგროვება); ორგანიზაციულ დონეზე (გაიდლაინების, რესურსების და სივრცის შექმნა) და თემის დონეზე ზრუნვა (ქსელის შექმნა, ცოდნების გავრცელება და მოძრაობების ბენეფიციარებზე ზრუნვა).

 

2. აპლიკანტი: საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია (ლია ტაბატაძე)

რეგიონი: თბილისი

პროექტის სათაური: რადიკალური დასვენება მეტი მხარდაჭერისთვის

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

ბიუჯეტი: 30 000 ლარი

პროექტის მიზანია საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებლებისა და დირექტორთა საბჭოს წევრმა დედებმა გააანალიზონ წარსული გამოცდილება და ყოველდღიური რუტინიდან გასვლით მოიპოვონ სიმშვიდე და მოიკრიბონ ძალები. დედების გუნდმა საკუთარ თავზე გამოსცადოს რუტინიდან გასვლის სიკეთეები, იმისათვის რომ შეძლონ სხვა დედებისთვის ამ გამოცდილების გაზიარება; ასოციაციის დედების გუნდმა შეიმუშაოს გეგმის მონახაზი სახელმწიფოში დედების ამოსუნთქვის სერვისების შესაქმნელად. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო სივრციდან დისტანცირება და თბილისიდან მოშორებით გასვლა ორჯერ, სამ - სამი დღით. ერთი გასვლა სასტუმროში დაეთმობა არტ თერაპიას, ხოლო მეორე გასვლა ინტეგრირებული უსაფრთხოების ტრენინგს, რომლის დროსაც დედები შეძლებენ თვითრეფლექსიას და წარსული გამოცდილების გააზრებას, ძალების აღდგენას მომავალი საქმიანობის განსახორციელებლად.

 

3. აპლიკანტი: იდენტობა იუს (მარიამ ქაჯაია)

რეგიონი: აჭარა, ბათუმი

პროექტის სათაური: ზემო აჭარის მალხინებლები

პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე

ბიუჯეტი: 30 000 ლარი

პროექტის მთავარი მიზანია მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები მალხინებელი ქალების ზეპირსიტყვიერი ცოდნების შეგროვება ადგილობრივი მცენარეებისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ, ამ ინფორმაციის დოკუმენტირება და მათი ფართოდ გავრცელება წიგნის სახით, რომელიც იქნება გზამკვლევი ახალგაზრდა მლხენელებისთვის აჭარის მცენარეთა სამყაროში. პროექტი მოიცავს კონკრეტულად ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ქალებს, რომლებსაც ძირითადად წინაპრებისგან აქვთ ნასწავლი ფიზიკური ტკივილების და ტრავმების მცენარეებით მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები.

 

4. აპლიკანტი: ფემინა (ნინო ბაისონაშვილი)

რეგიონი: თბილისი

პროექტის სათაური: დალხენის პრაქტიკების სწავლება და ციფრული უნარების ხელშეწყობა ქალთა ჯგუფებში

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

ბიუჯეტი: 30 000 ლარი

პროექტის მიზანია ტრავმული გამოცდილების მქონე 20 ქალის მენტალური გაძლიერება და მათი ციფრული უსაფრთხოებისთვის აუცილებელი საბაზისო უნარებით აღჭურვა. სამუშაო ჯგუფში იქნებიან ომგამოვლილი უკრაინელი, ქვიარ და ძალადობაგამოვლილი ქალები საქართველოდან.

 

5. აპლიკანტი: თანასწორობა 17 (ნინო ბოლქვაძე)

რეგიონი: თბილისი

პროექტის სათაური: სამოქალაქო აქტივისტი ქალების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

ბიუჯეტი: 29 965 ლარი

პროექტის მიზნებია: თბილისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისსა და ბათუმში მცხოვრებ ქვიარ და ფემინისტ აქტივისტ ქალთა მხარდაჭერა/გაძლიერება - საკუთარ ფსიქიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის უნარების, ასევე, ფიზიკური უსაფრთხოების უნარების ამაღლებით. ქალი აქტივისტების გაცნობა, ერთმანეთთან დაახლოება, მათ შორის სოციალური კავშირების გამყარება. ონლაინ გამოცემა „ქვიარის“ გუნდის გაძლიერება. აჭარაში ლგბტქი მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა.

 

6. აპლიკანტი: მშვიდობის კვლევების ცენტრი თბილისი (ნინო ლოთიშვილი)

რეგიონი: თბილისი

პროექტის სათაური: Cultivating Inner Peace for Women to blossom

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

ბიუჯეტი: 30 000 ლარი

 

 

7. აპლიკანტი: ფემინისტური კოლექტივი (ნონა მარკარიანი)

რეგიონი: თბილისი

პროექტის სათაური: კიბერ ფემინისტური პრაქტიკები ქვიარ და ფემინისტური თემების გაძლიერებისთვის საქართველოში

პროექტის ხანგრძლივობა: 10 თვე

ბიუჯეტი: 28 770 ლარი

პროექტი ემსახურება პირველ რიგში დიალოგის წამოწყებას თანამედროვე ონლაინ მედიის ირგვლივ და დემოკრატიული ციფრული სივრცის შექმნას ქვიარ და ფემინისტური თემისთვის, სადაც შესაძლებელი იქნება ცოდნის და გამოცდილებების გაზიარება. პროექტის ფარგლებში შეიქმნება კოლექტივი, რომელიც განავითარებს ფემინისტურ ინფრასტრუქტურას შესაბამისი აქტივობებისა და დისკუსიების ხელშესაწყობად. განხორციელებული აქტივობები მოიცავს: 4 შეხვედრას სხვადასხვა ქალაქში, 4 ვორქშოფს ავტონომიურ ფემინსიტურ პრაქტიკებზე, ყოველთვიურ საინფორმაციო ბიულეტენს, მასტოდონის (ალტერნატიული ციფრული საკომუნიკაციო საშუალების) შექმნას.

 

საიტის ავტორია:   Neo Solvox