მიმდინარე გრანტი

ქალი უფლებადამცველებისა და ფემინისტი აქტივისტების რეაგირება კონსერვატიული და ანტი-გენდერული მოძრაობების საპასუხოდ

1. აპლიკანტი: სოციალურ მუშაკთა გაერთიანება (სოფიკო ხვთისიაშვილი)

რეგიონი: თბილისი

პროექტის სათაური: ქალი სოციალური მუშაკების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და პროფესიული გადაწვის რისკის შემცირების ხელშეწყობა

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

ბიუჯეტი: 10 000 დოლარი

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქალი სოციალური მუშაკების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის დაცვას და პროფესიული გადაწვის რისკების შემცირებას თერაპიის მეშვეობით.

 

2. აპლიკანტი: პლატფორმა სოციალური სამართლიანობისთვის (ნათია ქარჩილაძე)

რეგიონი: ბათუმი

პროექტის სათაური: ქალთა გაძლიერება: ვიდეოთა სერია ანტიგენდერული მოძრაობების გაძლიერების კვალდაკვალ

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

ბიუჯეტი: 10 000 დოლარი

პროექტის მიზანია, ანტიგენდერული და კონსერვატიული მოძრაობების გაძლიერების კვალდაკვალ, რომელიც ბოლო წლებია სულ უფრო ძლიერდება, როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებში, ქალთა ფემინისტური მოძრაობების გაძლიერებაზე ორიენტირებული კონტენტის შექმნა. პროექტის ფარგლებში მომზადდება 20 ვიდეო-რეპორტაჟი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები ქალებისა და ქალთა ჯგუფების შესახებ, მათი საჭიროებების, პრობლემების შესახებ, პრობლემებზე, რომელსაც ქალები აწყდებიან სამუშაო ადგილებზე, მათ ყოველდღიურ წინააღმდეგობებზე და მათს ორგანიზებაზე. სამიზნე რეგიონებია: აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, გურია, შიდა ქართლი, თბილისი.

 

3. აპლიკანტი: ქალთა ხმები (ანი გოგბერაშვილი)

რეგიონი: თბილისი

პროექტის სათაური: გენდერის კვლევის მნიშვნელობა ანტიგენდერული მოძრაობების გააქტიურების კვალდაკვალ საქართველოში

პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე

ბიუჯეტი: 10 000 დოლარი

როექტის მიზანია გენდერის კვლევის დისციპლინის მნიშვნელობის შესწავლა და კვლევის პროცესში წარმოქნილი ბარიერების იდენტიფიცირება ადგილობრივ კონტექსტში. მასთანავე, გენდერის საკითხებთან დაკავშირებული დისკუსიების დაწყება გენდერის მკვლევარებს, გენდერის კვლევის პროგრამის სტუდენტებსა და ამ დისციპლინით დაინტერესებულ პირებს შორის, რაც კავშირების გაძლიერებას და არსებული წრის გაფართოებასაც შეუწყობს ხელს.

 

4. აპლიკანტი: იდენტობა იუს (ანანო სურმავა)

რეგიონი: იმერეთი, ქუთაისი

პროექტის სათაური: კოლექტიური ფემინისტური პლატფორმის შექმნა კრიტიკული სადისკუსიო

ქსელის შექმნისა და ცოდნების გაზიარების გზით

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

ბიუჯეტი: 10 000 დოლარი

პროექტის მიზანია კრიტიკული და კოლაბორაციული სადისკუსიო პლატფორმის შექმნის გზით, რეგიონში მომუშავე ფემინისტების, ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტებისა და ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გადაკვეთა, ალტერნატიული ფემინისტური დღის წესრიგის შექმნის მიზნით.

საიტის ავტორია:   Neo Solvox