მიმდინარე გრანტი

ფემინისტური ადვოკატირების გრანტები

1.გრანტის მიმღები: საინიციატივო ჯგუფი „ყველაფერი შენი უფლებების შესახებ“ (ანამარია ბრაგვაძე)

პროექტის სათაური: ინფორმირებული მშობლები დაცული თაობისთვის

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5625 აშშ დოლარი

პროექტის მიზანია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე თბილისსა და კახეთის რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში, აგრეთვე, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ პანკისის ხეობაში მცხოვრები მშობლების სანდო და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება და მათი ცნობიერების ამაღლება.

 

2. გრანტის მიმღები: ქალების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის (ვენერა მელუა)

პროექტის სათაური: გოგოების ინფორმაციული გაძლიერება სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებით

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5269 აშშ დოლარი

პროექტის მთავარი მიზანი სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების თვალსაზრისით გოგოების ინფორმაციული გაძლიერებაა.

 

3. გრანტის მიმღები: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (თამარ ხიდაშელი)

პროექტის სათაური: ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიგენდერული რიტორიკა

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5620 აშშ დოლარი

პროექტის მიზანია საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტი-გენდერული რიტორიკის შესწავლა და ქალთა მოძრაობის წინააღმდეგ არსებული საფრთხეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა.

 

4. გრანტის მიმღები: ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI (მარიამ ხვთისავრიშვილი)

პროექტის სათაური: Build Back Better: გენდერულად მგრძნობიარე კატასტროფების რისკის შემცირების პოლიტიკა საქართველოში

რეგიონი: კახეთი, საგარეჯო

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5625 აშშ დოლარი

პროექტის მიზანია გაანალიზოს თუ რამდენად გენდერულად მგრძნობიარეა საქართველოს კატასტროფების რისკის შემცირების, კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის (Climate Change Mitigation CCM და Climate Change Adaptation CCA) პოლიტიკა, განსაკუთრებით კი ქალების სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან (სრჯუ) მიმართებაში, ანალიზის საფუძველზე განსაზღვროს და ადვოკატირება გაუწიოს ძირითად რეკომენდაციებს.

საიტის ავტორია:   Neo Solvox