ღია გრანტი

ღია კარის საგრანტო პროგრამა

ქალთა ფონდი საქართველოში ანახლებს ღია კარის საგრანტო პროგრამას, რომელიც მიესალმება ქალთა ინოვაციურ ინიციატივებს. საგრანტო თანხის ოდენობა შეადგენს 5000 დოლარს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ ჯგუფებს, რომელთა მთავარი მიმართულებაა ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა და მათთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, ფონდი მხარს დაუჭერს მკვლევარი ან ხელოვანი ქალების ინდივიდუალურ ან ჯგუფურ ინიციატივებს. საგრანტო პროგრამის გეოგრაფიული ფოკუსია საქართველოს დედაქალაქი და რეგიონები.

პრიორიტეტი მიენიჭება:

რეგიონში მომუშავე ჯგუფებს
დამწყებ ჯგუფებს


პროექტის შეფასების მთავარი კრიტერიუმებია:


ფემინისტური ხედვა
სოციალურ ცვლილებებზე ორიენტაცია (ქალთა ფონდი მხარს დაუჭერს სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ პროექტებს)

ინოვაციურობა

 


ქალთა ფონდი არ დააფინანსებს შემდეგი სახის პროექტებს:


ეკონომიკური ხასიათის პროექტებს
სერვისების მიწოდებაზე ორიენტირებულ პროექტებს (თუ არ ეხება მარგინალიზებულ ჯგუფს, რომელიც რამდენიმე ფორმის დისკრიმინაციას განიცდის)
თუ ორანიზაციის/ჯგუფის ბიუჯეტი ქალთა ფონდის ბიუჯეტისხელაა ან მის ბიუჯეტზე დიდია
თუ პროექტი არის ანტიფემინისტური, რასისტული, ჰომოფობიური, ფუნდამენტალისტური, ქსენოფობიური და სექსისტური
თუ პროექტის საბოლოო ბენეფიციარები არ არიან ქალები
თუ აპლიკანტს აქვს ჩავარდნილი/პრობლემური პროექტი, რომელიც ქალთა ფონდის დაფინანსებულია
არასრული აპლიკაციის შემთხვევაში


საპროექტო განაცხადები მიიღება 2023 წლის იანვრის ბოლომდე.


განაცხადის განხილვის პროცესში აპლიკანტს შეიძლება მოეთხოვოს დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ გრანტის მაძიებელს ეცნობება 2 თვის განმავლობაში. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქალთა ფონდის საგრანტო კომიტეტი, რომელიც ფონდის მრჩეველებისგან შედგება.


საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ.ფოსტით შემდეგ მისამართზე:

 

grants@womenfundgeorgia.org

 

5000

მაქსიმუმ თანხა

6 თვე

მაქსიმუმ პროექტის ხანგრძლივობა