ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს ქალთა შრომით უფლებებზე. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „გენდერისა და თანასწორობის შესახებ დანიის ცოდნის ცენტრი“ (KVINFO).
საგრანტო კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ემსახურება ქალების, ქვიარ და ტრანს ადამიანების გაძლიერებას, შრომით უფლებებზე ცოდნის ამაღლებასა და ადვოკატირებას, ამ საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკის, პრაქტიკების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შეცვლას. კონკურსის მიზანია, აგრეთვე, აღნიშნულ თემაზე მომუშავე ქალი უფლებადამცველების ერთობლივი მუშაობის წახალისება, არაფორმალური, სადისკუსიო სივრცის შექმნა და სოლიდარობის გაღვივება.
უპირატესობა მიენიჭება სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ ინიციატივებს ქალების, ქვიარ და ტრანს ადამიანების შრომითი უფლებების ჭრილში. საგრანტო პროგრამის თემატური მიმართულებები მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგით:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 6700 ევრო.
პროექტების ხანგრძლივობაა 6 თვე.
ბიუჯეტის შევსების დროს, გთხოვთ, გაითვალისწინეთ პროექტის ფინანსური აუდიტის ხარჯი პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 4%-ის ოდენობით. აღნიშნული ხარჯი შეიტანეთ ბიუჯეტის ფორმის „4. სხვა ხარჯის” განყოფილებაში „პროექტის ფინანსური აუდიტის” სახელწოდებით.
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: grants@womenfundgeorgia.org
განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 5 აპრილი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2023 წლის აპრილის ბოლოს.
საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org
გისურვებთ წარმატებას!
05 / 04 / 2023
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა
6700 ევრო
მაქსიმუმ თანხა
6 თვე
მაქსიმუმ პროექტის ხანგრძლივობა