ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო პროგრამას ფემინისტური ადვოკატირების გრანტებზე. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია „ღია საზოგადოების ფონდი“.
საგრანტო პროგრამის მიზანია, მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც გულისხმობს ქალთა ორგანიზაციების და ჯგუფების შესაძლებლობების განვითარებას, ფემინისტურ ადვოკატირებას და ლობირებას, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მუშაობასა და გენდერული ბიუჯეტის საკითხებს.
აპლიკანტებს შეუძლიათ, ოთხი ჩამოთვლილი პრიორიტეტიდან ერთ-ერთ თემატიკაზე შემოიტანონ პროექტი:
უპირატესობა მიენიჭება სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ ინიციატივებს.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალთა ფორმალურ და არაფორმალურ ჯგუფებს (რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს).
ქალთა ფონდი მხარს დაუჭერს პროექტებს:
• რომლებსაც ახორციელებენ ქალები
• რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები
პრიორიტეტი მიენიჭება რეგისტრირებული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ პროექტებს და ასევე, ქალთა ჯგუფებს მაღალმთიანი და ძნელად მისადგომი რეგიონებიდან.
საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 5625 აშშ დოლარს. პროექტების ხანგრძლივობაა 6 თვე.
ბიუჯეტის შევსების დროს გთხოვთ გაითვალისწინეთ პროექტის ფინანსური აუდიტის ხარჯი პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 4%-ის ოდენობით. აღნიშნული ხარჯი შეიტანეთ ბიუჯეტის ფორმის „4. სხვა ხარჯი“-ის განყოფილებაში „პროექტის ფინანსური აუდიტი“-ს სახელწოდებით.
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: grants@womenfundgeorgia.org
განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 15 მაისი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2023 წლის მაისის ბოლოს.
საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
grants@womenfundgeorgia.org
გისურვებთ წარმატებას!
15 / 05 / 2023
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა
5625
მაქსიმუმ თანხა
6 თვე
მაქსიმუმ პროექტის ხანგრძლივობა