მიმდინარე ანტიფემინისტური თავდასხმები და დემოკრატიული სივრცეების მზარდი შემცირება აძლიერებს ქალების მარგინალიზაციას. პოლიტიკური, ეკონომიკური და შეიარაღებული კონფლიქტები და კრიზისები, ისევე როგორც ქალთა მიმართ ძალადობის ზრდა საფრთხეს უქმნის აქტივისტების მუშაობას. ეს მოვლენები ასუსტებს არა მხოლოდ ქალთა და ადამიანის უფლებათა მოძრაობებს, არამედ დემოკრატიული ქვეყნების მომავალსაც. ამრიგად, საერთაშორისო მასშტაბით მთავარი გამოწვევაა ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების სტაბილურობის უზრუნველყოფა და, შესაბამისად, მათი მუშაობის უზრუნველყოფა. აუცილებელია მათი მედეგობა, რათა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ეფექტური იყოს მათი საქმე. ქალთა ძლიერი ხმა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს.
ამიტომაც დაიგეგმა ჩვენი სამწლიანი პროექტი: ის მხარს უჭერს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების თანამშრომლობას ინსტიტუციური, კოლექტიური და ინდივიდუალური მდგრადობისთვის. პროექტი ხელს უწყობს აპრობირებული და ახალი მიდგომების გაცვლას, განხორციელებას და გაზიარებას პროექტში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის (ქალთა ფონდები, ადგილობრივი ქალთა ორგანიზაციები).
პროექტის მიზნები
ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები ამ პროექტიდან იღებენ ცოდნას გაძლიერების და მედეგობის პრაქტიკების შესახებ. მათ აქვთ ცოდნა და „ინსტრუმენტები“, რათა ეფექტურად დაიცვან გენდერული სამართლიანობა და ადამიანის უფლებები თავიანთ ქვეყნებში, მიუხედავად სხვადასხვა გამოწვევებისა (სივრცეების გაქრობა, გადაწვა) და გამოიყენონ თავიანთი რესურსები რესურსები პასუხისმგებლობით და მდგრადობის მიზნებით.
პროექტი ხორციელდება გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.