მიმდინარე გრანტი

ღია კარის საგრანტო პროგრამა 2023

1. აპლიკანტი: ვერტიგო (ანი ლუხავა)

პროექტის სათაური: უკვდავი ფენიქსი

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე

მოთხოვნილი თანხა: 1950 აშშ დოლარი

პროექტის მიზანია ვიდეო არტის ფორმატის სარეკლამო რგოლის შექმნა, რომელიც ქალებს მიაწვდის ინფორმაციას კლუბების, საკონცერტო დარბაზებისა თუ სხვა გასართობი დაწესებულებების სივრცეში უსაფრთხო გართობის, ძალადობის პრევენციისა და ძალადობის შემდგომი უფლებრივი პროცედურების შესახებ.

 

2. აპლიკანტი: ხელოვნების სტუდია ,,ფანტასმაგორია” (ელენე თავაძე)

პროექტის სათაური: ელენე დარიანი

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 აშშ დოლარი

პროექტის მიზანია 9 წუთიანი თოჯინური ანიმაციის გადაღება, სცენარის ,,ელენე დარიანის“ მიხედვით.

 

3. აპლიკანტი: თამარ ჩადუნელი

პროექტის სათაური: შუშანიკი - მხატვრული ნამუშევარი რუსთავის ქარხნების ქალ

მუშაკებსა და ქალურ დაავადებებზე

რეგიონი: ლაგოდეხი

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 აშშ დოლარი

პროექტი გულისხმობს მხატვრული ნამუშევრის შექმნას რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან თანამშრომლობით. მხატვრული ნამუშევარი მიზნად ისახავს შეისწავლოს და შემოქმედებითი კომენტარი გააკეთოს ქალების მიმართ ქარხნისგან მიყენებულ ზიანზე.

 

4. აპლიკანტი: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (თამარ ხიდაშელი)

პროექტის სათაური: ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიფემინისტური ფოკუსი

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 აშშ დოლარი

პროექტის მიზანია საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიფემინისტური დისკურსის ანალიზი და მათგან მომდინარე საფრთხეებზე საზოგადოების ინფორმირებულობა.

 

5. აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ქალების მხარდასაჭერად (თეონა კაკაციძე)

პროექტის სათაური: იმიტირებული სასამართლო პროცესები ქალთა ქონებრივი თანასწორობისთვის

რეგიონი: ხულო, სოფელი ვაშლოვანი

პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 აშშ დოლარი

პროექტი ეხება მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას ქალთა ქონებრივ, მემკვიდრეობის უფლებებთან დაკავშირებით; ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა სასამართლოში მიმართვის უფლებასთან დაკავშირებით, ახალგაზრდების (განსაკუთრებით გოგონების) სასამართლოსთან დაახლოებასა და ხელშესახებ, ხელმისაწვდომ ორგანოდ ქცევას. ასევე, ახალგაზრდებში არგუმენტირებული დიალოგის, წერის, ჯგუფური მუშაობის უნარჩვევების გაუმჯობესებას.

 

6. აპლიკანტი: „რაჭველი ქალების საინიციატივო ჯგუფი“ ლიკა სიმსივე

პროექტის სათაური: ქალთა ხმა რაჭიდან

რეგიონი: რაჭა, ამბროლაური, სოფ. ტბეთი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 4870 აშშ დოლარი

პროექტის მიზანია ქალთა ისტორიების შეკრებითა და გაზიარებით აჩვენოს, როგორ იცვლებოდა რაჭის გარემოს იერსახე, როგორი იყო რესურსების ექპლუატაციაზე მიმართული სახელისუფლებო პოლიტიკის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტი, როგორ ითვისებდნენ და იყენებდნენ ქალები ადგილობრივ რესურსებს ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა მიზნით (კულინარიული, სამკურნალო, დამხმარე საყოფაცხოვრებო და სხვ.) და, რაც მთავარია, როგორი იყო მათი აქტივიზმის ისტორია ამ მიმართულებით.

 

7. აპლიკანტი: ქალები ფეხბურთში სოციალური ცვლილებებისთვის (მირანდა გორდეზიანი)

პროექტის სათაური: ქალი ფეხბურთელების შეკავშირება პროფესიული და ფემინისტური მობილიზაციისთვის

რეგიონი: იმერეთი, ქუთაისი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 აშშ დოლარი

პროექტის მიზანია ქალთა ფეხბურთიში არსებული საკითხებისა და პრობლემების აქტუალიზება საჯარო სივრცეში სახელოვნებო მედიუმების მეშვეობით.

 

8. აპლიკანტი: საინიციატივო ჯგუფი „ქალები თიანეთისთვის“ (ქეთევან მეჭიაური)

პროექტის სათაური: შენ რომ მე ვიყო

რეგიონი: თიანეთი, სოფელი ჟებოტა

პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე

მოთხოვნილი თანხა: 5000 აშშ დოლარი

პროექტის მიზანია თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში საინიციატივო ჯგუფის წევრი ქალების მიერ შეიქმნას ქალთა კლუბი, სადაც ახალგაზრდა გოგოები, მათი მშობლები და მასწავლებლები შეძლებენ საუბარს მათთვის მწვავე თემებზე. პროექტის ფარგლებში ქალთა კონსულტანტები, ფსიქოლოგი და იურისტი ჩაატარებენ ტრენინგებს, რომლებიც დაეხმარება ქალებს შეიმუშაონ კლუბის კონცეფცია და მხარდაჭერა გამოუცხადონ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ გოგონებსა და ქალებს მოახდინონ მოძალადის იდენტიფიცირება და მიაგნონ პრევენციის გზებს სხვადასხვა საშუალებით.

საიტის ავტორია:   Neo Solvox