ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო პროგრამას „ქალთა უფლებების დაცვა და ქალი უფლებადამცველების მხარდაჭერა”, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ბრიტანული ფონდი სიგრიდ რაუზინგ თრასთი.
საგრანტო კონსურსი მიმართულია იმ ფემინისტური და ქალთა ორგანიზაციების გასაძლიერებლად, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვასა და სისტემური ცვლილების გამოწვევაზე მუშაობენ საქართველოს რეგიონებში.
პროგრამის თემატური მიმართულებებია:
საგრანტო კონკურსში „ქალთა უფლებების დაცვა და ქალი უფლებადამცველების მხარდაჭერა” მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
• ქალთა ადგილობრივ რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოს რეგიონებში;
• ორგანიზაციებს რეგიონებში, რომლებიც მუშაობენ ქალთა საკითხებზე და რომლებსაც ხელმძღვანელობენ ქალები;
• ქალთა ორგანიზაციებს რეგიონებში, რომელთა ბიუჯეტი არ აღემატება $500 000-ს
ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:
• რომლებსაც ახორციელებენ ქალები
• რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები
ქალთა ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს რეგიონში მოქმედი ორგანიზაციების კოალიციურ ინიციატივებს.
საგრანტო თანხა განსაზღვრულია 7 000 გირვანქა სტერლინგით. პროექტების ხანგრძლივობაა 6 თვე.
ბიუჯეტის შევსების დროს გთხოვთ გაითვალისწინეთ პროექტის ფინანსური აუდიტის ხარჯი პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 5%-ის ოდენობით. აღნიშნული ხარჯი შეიტანეთ ბიუჯეტის ფორმის „4. სხვა ხარჯი“-ის განყოფილებაში „პროექტის ფინანსური აუდიტი“-ს სახელწოდებით.
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org
განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 27 ნოემბერი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2023 წლის დეკემბერში.
საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ.ფოსტით შემდეგ მისამართზე:
grants@womenfundgeorgia.org
გისურვებთ წარმატებას!
27 / 11 / 2023
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა
7000 ფუნტი
მაქსიმუმ თანხა
6 თვე
მაქსიმუმ პროექტის ხანგრძლივობა