მიმდინარე გრანტი

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა

1. გრანტის მიმღები: აივ დადებითი ქალები - ჩვენ ვარსებობთ (თამარ გახოკიძე)

პროექტის სათაური: აივ დადებით ქალები -აქტივიზმი და SR სამართლიანობა

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 10 000 ევრო

პროექტი მიზნად ისახავს აივ დადებით ქალთა გაძლიერებას საკუთარი სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების (SRHR) გათვითცნობიერების და ინფორმირებულობის ამაღლების გზით. გარდა ამისა, პროექტი გულისხმობს აივ დადებით ქალთა სამუშაო ჯგუფის გაძლიერება ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო პროცესებში ეფექტური ჩართულობისთვის და აივ დადებითი ქალების ტრავმაზე ორიენტირებული თვითდახმარების ჯგუფების ფუნქციონირების ინიცირებას. პროექტის სამიზნე ჯგუფია აივ დადებითი, სექს სამუშაოში ჩართული, ნარკომომხმარებელი ახალგაზრდა ქალები (15 ქალი); სპეციალური საჭიროების მქონე -120 ქალი; ზოგადი მოსახლეობა - 2000 ადამიანი.

 

2. გრანტის მიმღები: ცხოვრება ენდომეტრიოზით - პროექტი ენდომეტრიოზის მქონე ქალებისთვის (ნათია ნათენაძე)
პროექტის სათაური: ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა: ცნობიერების ამაღლება ენდომეტრიოზის შესახებ

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 10 000 ევრო

პროექტის მიზანია ქალთა ინფორმირებულობის გაზრდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უფრო კონკრეტულად კი ენდომეტრიოზის, მისი სიმპტომების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის აუცილებლობის შესახებ. ენდომეტრიოზით ცხოვრება მნიშვნელოვნად აისახება ქალების ცხოვრების ხარისხზე, მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. დიაგნოზის გარეშე ამ მდგომარეობის მართვა დიდი გამოწვევაა, სათანადო დიაგნოზით და მკურნალობით კი ენდომეტრიოზის მქონე ბევრ ქალს შეუძლია მართოს სიმპტომები და გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი. პროექტის არაპირდაპირი მიზანი არამხოლოდ ქალებში, არამედ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაცაა, რაც ხელს შეუწყობს მდგომარეობის დესტიგმატიზაციას და გაზრდის გაგებასა და თანაგრძნობას მათთვის, ვინც ქრონიკული დაავადებით იტანჯება. პროექტის მიზნობრივი ჯგუფი რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალებია 13-დან 55 წლამდე, ამ ჯგუფის ინფორმაციის ძირითადი წყარო კი ინტერნეტია, პროექტის მიზნის მისაღწევად სწორედ ციფრული კომუნიკაცია გახდა პრიორიტეტული.

 

3. გრანტის მიმღები: თემიდა (ლიკა გულბანი)

პროექტის სათაური: სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საჭიროებები ტრანს* ადამიანებში.

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე

მოთხოვნილი თანხა: 10 000 ევრო

პროექტის მიზანია, ერთი მხრივ მოახდინოს იმ გამოწვევების იდენტიფიცირება, რომელიც ტრანს* ადამიანებს, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების კუთხით გააჩნიათ, შექმნას ემპირიულ მონაცემებზე დაფუძნებული დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს სამომავლოდ საკითხის გარშემო საადვოკაციო პროცესების, შესაბამისი სერვისებისა და პროექტული აქტივობების დაგეგმვას, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს SRHR საკითხების ეროვნულ, საადვოკაციო პროცესებში ტრანს* საკითხების გაჩენას და ზოგადად, სექსუალობისა და გენდერის, როგორც SRHR-ის ძირეული ასპექტის აქტუალიზებას, რომელიც უნდა სცდებოდეს გენდერის ნორმატიულ, ორობით სისტემას. მეორე მხრივ, პროექტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ტრანს* ადამიანებში, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, დანერგოს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების არაიერარქიული ფორმა, თანასწორ განმანათლებელთა (Peer Educators) გადამზადების, მათთვის შესაბამისი, დამატებითი ინფორმაციის მიწოდების გზით.

 

4. გრანტის მიმღები: ფუსფუსი (მზეო კანდელაკი)

პროექტის სათაური: შენი უსაფრთხო Sex Ed-ის სივრცე

რეგიონი: თბილისი

პროექტის ხანგრძლივობა: თვე

მოთხოვნილი თანხა: 10 000 ევრო

პროექტის მიზანია გოგონების და ქალების გაძლიერება, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე სტიგმისგან თავისუფალი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდით. შესაბამისად პროექტის ამოცანებია: შემეცნებითი შეხვედრების ჩატარება დაინტერესებულ სამიზნე აუდიტორიასთან სრჯუ-ს შესახებ; მასწავლებელთა და მშობელთა არაფორმალური გადამზადება სრჯუ საკითხების სწავლების მიმართულებით და სრჯუ საკითხების გზამკვლევის შექმნა ბავშვებისთვის.

 

 

 

30 / 07 / 2023

საწყისი თარიღი

30 / 11 / 2023

დასრულების თარიღი

საიტის ავტორია:   Neo Solvox